დასრულებული პროექტები

პანკისის ახალგაზრდული სკოლა

პანკისის ახალგაზრდული სკოლა რონდელის ფონდის მიერ ორგანიზებული 10-თვიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს პანკისის ხეობის საჯარო სკოლის მოსწავლეების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და არაფორმალური განათლებისა და სხვადასხვა აქტივობის გზით მათი შესაძლებლობების გაზრდას. აღნიშნული პროექტის მეშვეობით, ადგილობრივი ახალგაზრდები გაიღრმავებენ ცოდნას ქვეყანასა და საკუთარ მხარეში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ და გაიუმჯობესებენ ანალიტიკურ უნარებს, რათა სამომავლოდ თავად გახდნენ აქტიური მოქალაქეები. პროექტში მონაწილეობას იღებს სოფელ დუისის, ჯოყოლოს, ომალოსა და ბირკიანის სამოცამდე მოსწავლე.  პროექტი 2021 წლის 1-ლი ოქტომბრიდან ათი თვის განმავლობაში განხორციელდება, აქტივობები მოიცავს სადისკუსიო კლუბებს, ვიქტორინასა და გამოსაშვებ ცერემონიას.

პანკისის ახალგაზრდული სკოლა დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ალუმნი საგრანტო პროგრამის ფარგლებში.

© 2023 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.