X

დასრულებული პროექტები

საქართველოში მცხოვრები რელიგიური უმცირესობების ცნობიერების ამაღლება ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში

პროექტის მიზანს წარმოადგენდა  საქართველოში მცხოვრები რელიგიური უმცირესობების ახალგაზრდა წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლება ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ასევე, მათთვის გასაგები ენითა და ფორმით სწორი ინფორმაციის მიღება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმ მიზნით, რომ  შეიცვალოს დასავლეთთან დაკავშირებით მოსახლეობაში დამკვიდრებული მცდარი სტერეოტიპები და კარგად დაინახონ  ის ეკონომიკური და სოციალური შედეგების სიკეთე, რასაც მოიტანს დასავლეთთან ინტეგრაცია. ამასთან, პროექტი წარმოადგენდა  ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ საქართველოს სახელმწიფოს სწრაფვის კიდევ ერთ დადასტურებას.

პროექტი ითვალისწინებდა საქართველოშო, კერძოდ, გურიასა და მთიან აჭარაში, მცხოვრები მაჰმადიანი მოსახლეობის ახალგაზრდა წარმომადგენლებისთვის, ძირითადად, უფროსკლასელებისათვის, ლექციების ჩატარებას ნატოს,  ევროკავკავშირისა და სხვა ფართო საკითხების შესახებ, რათა გაიზარდოს მათი ცოდნა აღნიშნული საკითხების შესახებ.

პროექტს განახორციელდა რონდელის ფონდმა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ფინანსური მხარდაჭერით.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.