X

დასრულებული პროექტები

კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში

პროექტი - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ვებგვერდთან ინტეგრირებული საინფორმაციო-ანალიტიკური გვერდია, რომლის მიზანია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის მიერ განხორციელებული პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილების მიმღებების, ანალიტიკური ცენტრების, ექსპერტებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლების ინფორმირებულობის უზრუნველყოფა.

ღია წყაროების მონიტორინგის საფუძველზე პროექტის ფარგლებში ხელმისაწვდომია საინფორმაციო-ანალიტიკური შინაარსის მასალები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთთან ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტებზე, მათ შორის რუსეთში მოღვაწე იმ საჯარო მოხელეებისა და უწყებების შესახებ, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში კრემლის პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაზე არიან პასუხისმგებელნი. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში შესაძლებელია გავეცნოთ, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, ორმხრივ ურთიერთობებში განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონოლოგიას და მხარეებს შორის გაფორმებულ ორმხრივ შეთანხმებებს. ასევე, მივიღოთ ინფორმაცია ამ რეგიონებში რუსეთის მაღალჩინოსნების მიერ განხორციელებული ვიზიტების შესახებ.

სრული ინფორმაცია იხილეთ საიტზე: https://kremlin-roadmap.gfsis.org.ge/ge/

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.