X

დასრულებული პროექტები

ეთნიკური უმცირესობების ხმა - ჩართულობა და გაძლიერება

პროექტი მიზნად ისახავს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების პოლიტიკის პროცესებში ჩართვასა და სათემო რადიოების გაძლიერებას.

პროექტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას პრაქტიკულ სემინარებსა და დისკუსიებში, თემებზე: სამოქალაქო ჩართულობა და მონაწილეობა საჯარო პოლიტიკის პროცესებში, საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხები. პროექტის დასრულებისას საუკეთესო 10 ბენეფიციარი გაივლის 2-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებსა და ანალიტიკურ ორგანიზაციებში. პროექტი ასევე ორიენტირებულია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში არსებული სათემო რადიოების გაძლიერებაზე.

პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.