X

დასრულებული პროექტები

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საჯარო პოლიტიკის შემუშავების პროცესის ხელშეწყობა

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში განხორციელებული პროექტი ”ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საჯარო პოლიტიკის შემუშავების პროცესის ხელშეწყობა”  წარმოადგენდა მრავალკომპონენტიან ინიციატივას, რომლის მიზანი იყო ეთნიკური უმცირესობების  ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში ეფექტიანი ჩართვის გზით ინკლუზიური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება.
 
პროექტი განხორციელდა ამერიკის საერთაშორისო დახმარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერითა და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის (EPF) ადმინისტრირებით, საქართველოს მთავრობის მიერ 2009 წლის 8 მაისს მიღებული შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის მხარდასაჭერად. პროექტს ჰქონდა ორი კონკრეტული მიზანი: 1. ეთნიკური უმცირესობების აქტიური ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, როგორც ადგილობრივ, ისე სახელმწიფო დონეზე და  2.  სამთავრობო და არასამთავრობო წრეებს შორის პროფესიული და არაფორმალური კავშირების დამყარება.

პროგრამა მოიცავდა ინტენსიურ სწავლებას მონაწილეთა ცოდნისა და შესაძლებლობების გასაზრდელად.  ჩატარებული ტრენინგები წარმოადგენდა როგორც  სხვადასხვა ზოგად სასწავლო კურსს,  ისე კონკრეტულ პრაქტიკულ მეცადინეობას პოლიტიკის შემუშავების, პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება-დაწერისა   და  ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მედიის წინაშე პრეზენტაციის გაკეთების  შესაძლებლობათა ჩამოყალიბება-განვითარებისათვის. პროექტის ფარგლებში ასევე შედიოდა პროგრამის მონაწილეთა სასწავლო-შემეცნებით ვიზიტი თბილისში და შეხვედრები თბილისში არსებულ სამოქალაქო საზოგადოებასა და სახელმწიფო უწყებებში, რამაც ხელი შეუწყო სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო საზოგადოებასა და ცენტრს შორის პირდაპირი კავშირების დამყარებას.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.