X

დასრულებული პროექტები

სასწავლო პროგრამა ეროვნულ უსაფრთხოებასა და საჯარო პოლიტიკაში

ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის პროგრამას რონდელის ფონდი 2001 წლიდან ახორციელებს. მისი მიზანია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსების მომზადება უსაფრთხოების სტრუქტურებში, დიპლომატიურ სამსახურში, არასამთავრობო სექტორსა თუ ბიზნესის სფეროში კარიერის გასაგრძელებლად. 

სასწავლო პროგრამა მონაწილეებს სთავაზობს ცოდნის გაღრმავებას ანალიტიკურ მეთოდებში, ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის საკითხებში და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმ უნარ-ჩვევების შეძენა-გაღრმავებას, რაც აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების პროცესის წარმატებით წარმართვისთვის. 

პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს: ეკონომიკა, საერთაშორისო უსაფრთხოება, ეროვნული უსაფრთხოება, საჯარო პოლიტიკა, კვლევის მეთოდები, ახლო აღმოსავლეთი, სტრატეგიული კომუნიკაცია, პოსტსაბჭოთა სივრცე, ენერგო უსაფრთხოება და საერთაშორისო ფინანსები, სულ დაახლოებით  200 აკადემიური საათი. სასწავლო კურსებს უძღვებიან ქართველი და ამერიკელი სპეციალისტები. 

პროგრამა ხორციელდება ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.   

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.