X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 61, 2 - 8 ნოემბერი, 2020

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში - 2-8 ნოემბრის კვირაში, დონბასის ფრონტზე, რუსული ჰიბრიდული ძალების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევების შედეგად, დაიჭრა 2 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე.

ომი სირიაში - 7 ნოემბერს, რუსეთის საჰაერო ძალებმა იდლიბის რეგიონში იერიშები განახორციელა. 

ომი ლიბიაში - გავრცელებული ცნობით, „ვაგნერის“ ახალი ჯგუფი ჩავიდა ფრონტზე, ქალაქ სურთთან, და იქ რადარი განათავსა.

2020 წლის ოქტომბერში რუსეთმა სუდანს საწვრთნელი კატარღა აჩუქა. აღნიშნული კატარღა ბალტიის ფლოტს ეკუთვნოდა.

ჩრდილოეთის ფლოტის „უდალოი I”  კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი“) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსანისევერომორსკირამდენიმე დღის განმავლობაში მოქმედებდა ბრიტანეთის ლოსიმუთის საჰაერო ბაზის სიახლოვეს, შოტლანდიაში. ბაზა წარმოადგენს ბრიტანული P-8A “პოსეიდონის“ ტიპის საზღვაო საპატრულო თვითმფრინავების დისლოკაციის ადგილს.

ორი რუსული „ვიშნია/მერიდიანი“ კლასის (პროექტი 864) სადაზვერვო გემი ასევე იქნა შემჩნეულნი ლოსიმუთის საჰაერო ბაზასთან. რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტს „ვიშნიას“ კლასის ორი გემი გააჩნია, რომლებიც პოლიარნის საზღვაო ბაზიდან მოქმედებენ - „ტავრია“ და „ვიკტორ ლეონოვი“.

რუსული სადაზვერვო გემები და ლოსიმუთის საჰაერო ბაზა, Naval News-ის ფოტო

 

სტრუქტურული ცვლილებები

რუსეთს Murmansk-BN ტიპის ელექტრონული ბრძოლის (შორი მოქმედების კომუნიკაციების შეფერხება, ე.წ. „ჯემინგი“) სისტემები ფინეთის საზღვრის სიახლოვეს გადააქვს.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

რუსეთმა დაიწყო საჰაერო-სადესანტო ძალების (ვდვ) გადაიარაღების პროცესი „კორნეტის“ ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებით.

რუსეთის მოდერნიზებულმა Tu-160M2 ტიპის მძიმე სტრატეგიულმა ბომბდამშენმა ახალი NK-32-02 ტიპის ძრავით პირველი ფრენა განახორციელა.

Tu-160M2 ფრენისას  

 

სწავლებები*

5 ნოემბერს ერთობლივი რუსეთ-პაკისტანის სწავლება დაიწყო. წვრთნისთვის, პაკისტანში გაიგზავნა სამხრეთის სამხედრო ოლქის 49-ე არმიის 70-ზე მეტი სპეციალური ოპერაციების ძალების მებრძოლი. სწავლება ყოველწლიურია, წლევანდელი კი მეხუთეს წარმოადგენს.

 


*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.