X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 71, 18 – 24 იანვარი, 2021

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში - 18-24 იანვრის კვირაში, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, დონბასის ფრონტზე დაიღუპა ერთი და დაიჭრა კიდევ ერთი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე.

ომი სირიაში - 21 იანვარს, რუსულმა საჰაერო ძალებმა დარტყმები განახორციელა იდლიბის რეგიონში, სირიელი მეამბოხეების წინააღმდეგ.

რუსეთი აფრიკაში - ოფიციალური მოსკოვის მიერ „სამხედრო ინსტრუქტორებად“ წოდებული რუსი სამხედროები, რომლებიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დეკემბერში გაგზავნეს, ქვეყანაში განუსაზღვრელი ვადით რჩებიან.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

ბოლო ინფორმაციით, რუსეთის ახალი „სტერაგუშჩის“ კლასის (პროექტი 20380) კორვეტი ალდარ ციდენჟაპოვი“ ვლადივოსტოკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე იმსახურებს. მანამდე არსებული გეგმებით, გემის დისლოკაციის ადგილი პეტროპავლოვსკ-კამჩატსკის სამხედრო-საზღვაო ბაზა უნდა ყოფილიყო, კამჩატკის ნახევარკუნძულზე.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა პენიცილინის ტიპის თერმო-აკუსტიკური საარტილერიო დაზვერვის სისტემების პირველი პარტია  მიიღო.

პენიცილინის ტიპის საარტილერიო დაზვერვის სისტემა

 

შეიარაღების ექსპორტი

რუსეთმა მიანმართან (ბირმა) ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ამ უკანასკნელისთვის Pantsir-S1 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების, Orlan-10E ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებისა და უცნობი ტიპის სარადარო სადგურების მიყიდვას.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.