X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 74, 8 - 14 თებერვალი, 2021

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში - 8-14 თებერვლის კვირაში, უკრაინაში, დონბასის ფრონტზე, დაიღუპა 5 და დაიჭრა 2 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე. რუსული ჰიბრიდული ძალები კვირის განმავლობაში ყოველდღიურად ხსნიდნენ ცეცხლს.

ომი სირიაში - გავრცელებული ინფორმაციით, 9 თებერვალს, სირიაში, ხმეიმიმის საჰაერო ბაზაზე განთავსებული Iskander-M ტიპის ახლო მოქმედების (ტაქტიკური) ბალისტიკური რაკეტებით, მიტანილ იქნა დარტყმა სოფელ ტაჰრინში არსებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც ქალაქ ალ-ბაბას ჩრდილოეთით მდებარეობს - ჩრდილოეთ სირიაში არსებულ თურქეთის გავლენის ზონაში. 14 თებერვალს, რუსეთის საჰაერო ძალებმა იერიში განახორციელეს იდლიბში, სირიელი მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

9 თებერვალს, ორი ნორვეგიული გამანადგურებელი აფრინდა განგაშის საფუძველზე, ორი  რუსული Tu-160 ტიპის მძიმე სტრატეგიული ბომბდამშენის დასახვედრად, რომლებიც შორეულ ფრენას ახორციელებდნენ არქტიკულ წყლებში. აღნიშნული ფრენა მოიცავდა ბარენცის, გრენლანდიის, კარისა და ნორვეგიის ზღვებს.

რუსული Tu-160-ების 9 თებერვლის მარშრუტი

რუსეთმა ტაჯიკეთის საინჟინრო დანაყოფებს საჩუქრად გადასცა 40 ერთეული სპეციალური ტექნიკა.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

49-ე არმიის (შტაბ-ბინა სტავროპოლში) 227-ე საარტილერიო ბრიგადას (კრასნოოკტიაბრსკი, ადიღეს რესპუბლიკა) გადაეცა Zoopark-1 ტიპის კონტრ-ბატარეული რადარის სისტემა.

 

სწავლებები*

11 თებერვალს, შავი ზღვის ფლოტის „ადმირალ გრიგოროვიჩის“ კლასის (პროექტი 11356P/M) სარაკეტო ფრეგატი „ადმირალ გრიგოროვიჩი“ და პროექტი 22160 კლასის საპატრულო გემი „დმიტრი როგაჩევი“, ჩავიდნენ კარაჩის პორტში, პაკისტანის მიერ ორგანიზებულ, მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში „ამანი-2021“  (12-16 თებერვალი) მონაწილეობის მისაღებად.

სირიაში განლაგებულმა რუსულმა დანაყოფებმა, ერთობლივი სწავლება ჩაატარეს ასადის რეჟიმის სატანკო ძალებთან ერთად.

ზემოხსენებული ერთობლივი სწავლების ფოტო, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.