X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 98, 6 - 12 სექტემბერი, 2021

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

სექტემბრის დასაწყისში, რუსეთის ფართომასშტაბიანი სწავლებები გაიმართა არქტიკის ზღვიდან საქართველომდე გეოგრაფიულ არეალში ყველა რუსეთის მეზობელ სახელმწიფოს საზღვრებთან ან მათ სიახლოვეს. „ზაპად-2021-თან“ ერთად, არაერთი ცალკეული სწავლება ჩატარდა ჩრდილოეთის ფლოტისა და სამხრეთის სამხედრო ოლქის ეგიდით, რომელშიც ათასობით სამხედრო იქნა ჩართული.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს 9 სექტემბრის განცხადებით, რუსეთის საჰაერო და საჰაერო თავდაცვის ძალებმა, ბელარუსულ ძალებთან ერთად, სამსახური დაიწყესერთობლივ სამხედრო სასწავლო ცენტრში“. მართალია ცენტრი მდებარეობს გროდნოში (ბელარუსი), რუსული Su-30SM ტიპის გამანადგურებლები ბარანოვიჩის (ბრესტის ოლქი) საჰაერო ბაზაზე განლაგდნენურთიერთობის ამგვარი მოწესრიგებით, რუსეთმა მიაღწია მიზანს, მოეპოვებინა საჰაერო ბაზა ბელარუსში.

ომი უკრაინაში - რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, 6-12 სექტემბრის კვირაში, დონბასის ფრონტზე დაიღუპა 4 და დაიჭრა 21 უკრაინელი სამხედრო.

ომი სირიაში - 6-9 სექტემბრის პერიოდში, რუსეთის საჰაერო ძალებმა ყოველდღიურად განახორციელა საჰაერო იერიშები სირიელი მეამბოხეების მიერ კონტროლირებად იდლიბის რეგიონში.

11 სექტემბერს, რუსულმა MiG-31BM ტიპის გამანადგურებელმა ბარენცის ზღვის თავზე, გზა გადაუჭრა ნორვეგიულ სამხედრო თვითმფრინავს.

რუსეთმა ტაჯიკეთს საჩუქრად გადასცა 12 ერთეული BRDM-2M ტიპის სადაზვერვო ჯავშანმანქანა, ცეცხლსასროლი შეიარაღება და სხვა აღჭურვილობა.

 

სამხედრო სტრატეგია

6 სექტემბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გააჟღერა გადაწყვეტილება, სამხედრო რეზერვისტების რაოდენობის გაზრდის შესახებ.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

12.7 მმ-იანი NSV ტიპის მძიმე ტყვიამფრქვევები გადაეცა 201-სამხედრო ბაზას (მექანიზებული დივიზია, შტაბ-ბინით დუშანბეში, ტაჯიკეთი).

8 ერთეულისგან შემდგარი Typhoonyonok ტიპის ჯავშანმანქანების პირველი პარტია გადაეცათ ცენტრალური სამხედრო ოლქის მე-2 (შტაბ-ბინა სამარაში) და 41-(შტაბ-ბინა ნოვოსიბირსკში) არმიებს.

 

კოსმოსი

პლესეცკის კოსმოდრომიდან (მირნი, არხანგელსკის ოლქი) 9 სექტემბერს გაშვებულმა რუსულმა Soyuz-2.1v ტიპის რაკეტამ ორბიტაზე სამხედრო თანამგზავრი გაიყვანა. გავრცელებული ცნობით, იგი წარმოადგენს ახალი, Razberg-ის ტიპის, ოპტიკური დაზვერვის თანამგზავრს Cosmos-2551.

 

სწავლებები*

9 სექტემბერს, რუსეთისა და ბელარუსის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს მასიური სწავლება „ზაპად-2021“. გავრცელებული ცნობით, მასში ჩართულია 200 000-მდე სამხედრო. რუსების ინფორმაციით, ბელარუსში გამართულ წვრთნებში მონაწილე 12 800 სამხედროდან, 2 500 ჯარისკაცი რუსეთის შეიარაღებული ძალებიდანაა. „ზაპად-2021-ში“ ჩართულია  2 000 სამხედრო სომხეთის, ინდოეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და მონღოლეთის შეიარაღებული ძალებიდან, ასევე შტაბში წარმოდგენილია ოფიცერთა ჯგუფები პაკისტანიდან, შრი-ლანკიდან და უზბეკეთიდან. სწავლება მიმდინარეობს ბელარუსში და რუსეთში, კერძოდ, ვორონეჟის, სმოლენსკის, კალინინგრადის, ფსკოვის, ლენინგრადის, ნიჟნი-ნოვგოროდის, ასტრახანის, რიაზანის, ივანოვოსა და სარატოვის ოლქებში, ასევე ბალტიის ზღვაში. ბალტიის ფლოტის საზღვაო ძალებიდან წვრთნაში მონაწილეობენ კორვეტები, წყალქვეშა ნავები და სადესანტო გემები. აღსანიშნავია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც სწავლებაში ჩართული რუსული სამხედრო დანაყოფების დისლოკაციის ადგილზე დაბრუნება „წვრთნაში მონაწილეობის შემდეგ, დაგეგმილია ოქტომბრის შუა პერიოდში.“

ზაპად-2021 ბელარუსში

ზაპად-2021-ის პარალელურად, იმავე დღეს, ჩრდილოეთის ფლოტმა წამოიწყო სწავლება, რომელშიც ჩართულია 8 000 სამხედრო, 120-მდე ყველა ტიპის საფრენი აპარატი, მათ შორის უპილოტო (უსა), და 50 მცურავი საშუალება (აღნიშნული რიცხვი მოიცავს მხარდამჭერ გემებსაც). სწავლება მოიცავს მურმანსკის ოლქს, ბარენცის, კარისა და ლაპტევების ზღვებს, ასევე, ფრანც-იოსების მიწისა და ახალი ციმბირის კუნძულების არქიპელაგებსა და ტაიმირის ნახევარკუნძულს.

სამხრეთის სამხედრო ოლქის 6 000 სამხედრო ჩაერთო სწავლებაში, რომელიც დაიწყო 12 სექტემბერს, ვოლგოგრადის ოლქში, ჩრდილოეთ კავკასიასა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში (საქართველო). სწავლებას წინ უსწრებდა წვრთნების სერია, რომელიც სამხრეთის სამხედრო ოლქმა გამართა 10 000 სამხედროს მონაწილეობით, როსტოვისა და ვოლგოგრადის ოლქებში, ჩრდილოეთ კავკასიასა და ოკუპირებულ ყირიმში (უკრაინა).

რუსეთის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ ოდკბ-ს (CSTO) სამხედრო ალიანსმა სწავლება ჩაატარა ყირგიზეთში. არსებული ცნობით, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, მასში მონაწილეობა მიიღო რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის 500-მდე სამხედრომ. როგორც გამოიკვეთა, ტაჯიკეთი წვრთნაში წარმოდგენილი იყო მხოლოდ შტაბის ოფიცერთა ჯგუფით. რუსი სამხედროების უმეტესობა მიეკუთვნებოდა 41-ე არმიის (შტაბ-ბინა ნოვოსიბირსკში) 55-მექანიზებულ (სამთო) ბრიგადას (კიზილი, ტუვის რესპუბლიკა).

რუსეთისა და ასადის რეჟიმის შვეულმფრენთა დანაყოფებმა პირველი ერთობლივი სწავლება გამართეს სირიის უდაბნოში.

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.