X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 111, 6 - 12 დეკემბერი, 2021

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

Washington Post-ის ცნობით, 1-ლი სატანკო (შტაბ-ბინა ბაკოვკაში, მოსკოვის ოლქი) და 41- არმიების (შტაბ-ბინა ნოვოსიბირსკში) დანაყოფები განლაგებულები არიან უკრაინის საზღვრის სიახლოვეს ვორონეჟისა და სმოლენსკის ოლქებში. 41-ე არმიის ხსენებული დანაყოფები ეკუთვნის, მათ შორის, 90- სატანკო დივიზიას (შტაბ-ბინა ჩებარკულში, ჩელიაბინსკის ოლქი). სააგენტო Janes-მა დაადასტურა უკრაინის საზღვართან მე-6 არმიის (შტაბ-ბინა აგალატოვოში, ლენინგრადის ოლქი) 138- მექანიზებული ბრიგადის (კამენკა, ლენინგრადის ოლქი) ყოფნა კურსკის ოლქში, ხოლო 58- არმიის (შტაბ-ბინა ვლადიკავკაზში, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანია) მე-19 მექანიზებული დივიზიისა (შტაბ-ბინა სპუტნიკში, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანია)  და 291- საარტილერიო ბრიგადის [შეცდომით Janes-ის მიერ 281-ედ წოდებული] (ტროიცკაია, ინგუშეთის რესპუბლიკა) - ოკუპირებულ ყირიმში. სხვადასხვა წყაროები ასევე ავრცელებენ ინფორმაციას კურსკის ოლქში მე-6 არმიის 25- მექანიზებული ბრიგადის გადასროლის შესახებ.

ომი უკრაინაში – 6-12 დეკემბრის კვირაში, რუსული ჰიბრიდული ძალები მოქმედებების შედეგად, დონბასის ფრონტზე დაიჭრა 4 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე.

ომი სირიაში - რუსეთის საჰაერო ძალებმა ავიადარტყმები განახორციელა 6 და 11 დეკემბერს, სირიელი მეამბოხეების მიერ კონტროლირებად იდლიბის რეგიონში.

რუსი სამხედრო ოფიცრები, აგრძელებენ ასადის რეჟიმის მებრძოლების გაწრთვნას სირიაში, სირიელი მეამბოხეების მიერ კონტროლირებად იდლიბის რეგიონში ფრონტის ხაზის სიახლოვეს.

რუსეთი ლიბიაში - ტრიპოლის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლის მტკიცებით, 7 000-ზე მეტი რუსული „ვაგნერისჯგუფის წევრი მოქმედებს ლიბიაში და მათი აღჭურვილობა მოიცავს 30-მდე სამხედრო თვითმფრინავს რომლებიც განლაგებულია სურთისა და ალ-ჯუფრას სამხედრო ბაზებზე.

რუსეთი სუბსაჰარულ აფრიკაში - რუსული „ვაგნერისჯგუფის მებრძოლები აგრძელებენ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მოქმედებას, რის ფარგლებშიც სამთავრობო ძალებს დაეხმარნენ ქვეყნის სამხრეთით, ქალაქ კოუანგოს მეამბოხეებისგან გათავისუფლებაში.

ორმა პოლონურმა გამანადგურებელმა, 8 დეკემბერს, ბალტიის ზღვის თავზე გზა გადაუჭრა რუსულ Il-20 ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავს. 

8 დეკემბერს, რუსულმა Su-27 ტიპის გამანადგურებლებმა, შავი ზღვის თავზე სამი ფრანგული სამხედრო თვითმფრინავი გადაიჭირეს. სამ ფრანგულ და ორ ამერიკულ საფრენ აპარატს გადაუჭრა გზა, ამავე ზღვის თავზე, 9 დეკემბერს 3-მა ერთეულმა Su-27-მა, ხოლო 10 დეკემბერს, რუსულმა Su-30 ტიპის გამანადგურებელმა ამერიკული თვითმფრინავი გადაიჭირა.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

მე-11 საჰაერო და საჰაერო თავდაცვის ძალების არმიის (შტაბ-ბინა ხაბაროვსკში) 303-ე შერეული საავიაციო დივიზიის (შტაბ-ბინა ხურბაში, ხაბაროვსკის მხარე) 277- ბომბდამშენთა პოლკს (ხურბას საჰაერო ბაზა, ხაბაროვსკის მხარე) რამდენიმე ერთეული დამატებითი Su-34 ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენი გადაეცა.

Su-34

30 ერთეული T-72B3M ტიპის ტანკი დაემატა 201- სამხედრო ბაზას (მექანიზებული დივიზია, შტაბით დუშანბეში, ტაჯიკეთი) შეიარაღებაში.

წყნარი ოკეანის ფლოტის საზღვაო ქვეითთა დანაყოფებს 20 ერთეული T-80BV ტიპის ტანკი გადაეცათ.

გავრცელებული ცნობით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს გადაეცა მოდერნიზებული TOS-1A ტიპის თერმობარული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებისა და Mi-8AMTSh-VN ტიპის სატრანსპორტო და მოიერიშე შვეულმფრენების პარტიები.

Mi-8AMTSh-VN ტიპის შვეულმფრენი

 

სწავლებები*

შავი ზღვის ფლოტის ადმირალ გრიგოროვიჩისკლასის (პროექტი 11356P/M) სარაკეტო ფრეგატმა „ადმირალ გრიგოროვიჩმა“ და პროექტი 22160 კლასის საპატრულო გემმა „დმიტრი როგაჩევმა“ ერთობლივი სამხედრო სწავლება გამართეს ეგვიპტის საზღვაო ძალებთან ერთად ხმელთაშუა ზღვის ეგვიპტის  სანაპიროს სიახლოვეს.

 

შეიარაღების ექსპორტი

რუსეთმა დაიწყო ინდოეთისთვის S-400 ტიპის მიწა-ჰაერი კლასის სარაკეტო სისტემების მიწოდება.

რუსეთი და ინდოეთი შეთანხმდნენ ინდოეთის არმიისთვის 600 000 ერთეული AK-203 ტიპის საიერიშო შაშხანის ერთობლივ წარმოებაზე, რომელიც ინდოეთში აიწყობა.

ბელარუსს მიეწოდა რუსული BTR-82A ტიპის ჯავშანტრანსპორტიორების პარტია.

ფილიპინების ხელისუფლებამ დაიწყო რუსული Mi-171 ტიპის სატრანსპორტო შვეულმფრენების მიღება საკუთარი შეიარაღებული ძალებისთვის. ჯამში, მანილა ხსენებული ტიპის შვეულმფრენის 16 ერთეულს მიიღებს.

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.