X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 112, 13 - 19 დეკემბერი, 2021

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

გავრცელებული ცნობებით, რუსეთი აგრძელებს დამატებითი სამხედრო ძალების გაგზავნას უკრაინის საზღვრის სიახლოვეს.

ომი უკრაინაში - რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, დონბასის ფრონტზე, 13-19 დეკემბრის კვირაში, დაიჭრა 3 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე.

18 დეკემბერს, ორმა რუსულმა Tu-22M3 ტიპის შორი მოქმედების სტრატეგიულმა ბომბდამშენმა ბელარუსის საჰაერო სივრცეში პატრულირება განახორციელა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსულ ბომბდამშენებს ბელარუსული Su-30SM ტიპის გამანადგურებლები აცილებდნენ.

16 დეკემბერს, რუსეთის პარლამენტმა შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რომელიც ითვალისწინებს ტაჯიკეთში ერთობლივი საჰაერო თავდაცვის სტრუქტურის ჩამოყალიბებას. ერთობლივ სტრუქტურაში შემავალი რუსული სამხედრო ძალები ცენტრალური სამხედრო ოლქის სარდლობის დაქვემდებარებაში იქნება.

რუსეთმა უგანდას სამხედრო-საინჟინრო აღჭურვილობის პარტია აჩუქა.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

3 ერთეული ახალი Su-35S ტიპის გამანადგურებელი გადაეცა მე-4 ეკიპაჟების სწავლებისა და საბრძოლო მომზადების სახელმწიფო ცენტრს (საჰაერო ბაზა ლიპეცკი-2, ლიპეცკის ოლქი).

ხსენებული 3 ერთეული ახალი Su-35S ტიპის გამანადგურებელი

 

სწავლებები*

მე-4 საჰაერო და საჰაერო თავდაცვის ძალების არმიის (შტაბ-ბინა დონის როსტოვში) 31-ე საჰაერო თავდაცვის დივიზიის (შტაბ-ბინა სევასტოპოლში, ოკუპირებული ყირიმი, უკრაინა) S-400 ტიპის მიწა-ჰაერი კლასის სარაკეტო სისტემებმა სწავლება გამართეს. ყირიმში კიდევ ერთი სწავლება ჩატარდა შავი ზღვის ფლოტის მე-15 სანაპირო დაცვის საარტილერიო ბრიგადის Bastion-P ტიპის სანაპირო დაცვის მობილურმა სარაკეტო სისტემებმა, ფლოტის საზღვაო და საავიაციო ძალებთან ერთად.

 

კატასტროფები

მასშტაბური ხანძარი გაჩნდა წყნარი ოკეანის ფლოტისთვის სანქტ-პეტერბურგში მშენებარე „გრემიაშჩის“ კლასის (პროექტი 20385) კორვეტ „პროვორნიზე“. კორვეტის გადაცემა რუსეთის საზღვაო ძალებისთვის 2022 წლის ბოლოსთვის იყო დაგეგმილი, რაც ხანძრის შედეგად ნაკლებად სავარაუდო გახდა.

ხანძრის შედეგები

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.