X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 97, 30 აგვისტო - 5 სექტემბერი, 2021

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში - 30 აგვისტო - 5 სექტემბრის კვირაში, დონბასის ფრონტზე, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად დაიღუპა 1 და დაიჭრა 5 უკრაინელი სამხედრო.

ომი სირიაში - 1-5 სექტემბრის პერიოდში რუსეთის საჰაერო ძალებმა ყოველდღიურად განახორციელა საჰაერო იერიშები სირიელი მეამბოხეების მიერ კონტროლირებად იდლიბის რეგიონში.

რუსეთის საჰაერო დარტყმა სირიაში, 5 სექტემბერი

3 სექტემბერს, პოლონეთში განლაგებულმა 2-მა თურქულმა გამანადგურებელმა, ბალტიის ზღვის თავზე გზა გადაუჭრა რუსული Su-24 ტიპის მოიერიშეების წყვილს. თურქული გამანადგურებლები ბალტიის რეგიონში NATO-ს საჰაერო პატრულირების მისიის ფარგლებში იმყოფებიან.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

რუსეთი გეგმავს „სეროზულად განაახლოს“ მე-7 სამხედრო ბაზის (მექანიზებული ბრიგადა გუდაუთაში, ოკუპირებული აფხაზეთი, საქართველო) შეიარაღება. გადაიარაღება მოიცავს BMP-3 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, უპილოტო საფრენ აპარატებსა (უსა) და AK-12 ტიპის საიერიშო შაშხანებს.

 

სწავლებები*

რუსეთისა და ყაზახეთის სამხედრო დანაყოფებმა ერთობლივი სწავლება ჩაატარეს ტუვის რესპუბლიკაში. რუსეთი სწავლებაში წარმოდგენილი იყო 41- არმიის (შტაბ-ბინა ნოვოსიბირსკში) 55- მექანიზებული (სამთო) ბრიგადით (კიზილი, ტუვის რესპუბლიკა).

მე-7 სამხედრო ბაზის (მექანიზებული ბრიგადა გუდაუთაში, ოკუპირებული აფხაზეთი, საქართველო) 500-მა რუსმა სამხედრომ საარტილერიო წვრთნა ჩაატარა, რომელშიც ჩართული იყო უსა-ებიც.

 

შეიარაღების ექსპორტი

რუსეთმა დაასრულა მოდერნიზებული 2S3M2 Akatsiya-ს ტიპის 152.4 მმ-იანი თვითმავალი ქვემეხების ბელარუსისთვის მიწოდება.

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.