მისია და ხედვა
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი), რომელიც 1998 წელს დაარსდა, არის პოლიტიკის ანალიზის დამოუკიდებელი, არამომგებიანი ცენტრი, რომელიც მოწოდებულია, ხელი შეუწყოს საქართველოში საჯარო პოლიტიკის გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაუმჯობესებას კვლევისა და ანალიზის გზით. ფონდის საქმიანობის მიზანია, ხელი შეუწყოს დემოკრატიის განვითარებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს და რეგიონული თანამშრომლობის გაფართოებას,
ფონდის თანამშრომელთა უმეტესობა მაღალი რანგის ყოფილი სახელმწიფო მოხელეა. მათ აქვთ როგორც საჯარო პოლიტიკაში საქმიანობის გამოცდილება, ასევე მიღწევები აკადემიურ სფეროში. თანამშრომლების კავშირები ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ეხმარება ფონდს ფართოდ გააშუქოს საქართველოს შესაძლებლობები და პრობლემები, ხელი შეუწყოს დიალოგს ხელისუფლებასა და მკვლევრებს შორის.
რონდელის ფონდი თავს უყრის სხვადასხვა სფეროში მომუშავე ექსპერტებს. კვლევითი პროექტებისა და ტრენინგების განსახორციელებლად იწვევს წამყვან ქართველ ანალიტიკოსებს და ატარებს ერთობლივ კვლევებს.
ფონდი ასევე წარმოადგენს ფორუმს უცხოელი მკვლევრებისთვის, რომლებიც საქართველოსა და კავკასიის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს სწავლობენ. უზრუნველყოფს მასტიმულირებელ და მეგობრულ გარემოს დაეხმაროს მკვლევრებს მათ მიერ დასახული კვლევითი მიზნების მიღწევაში.
ტრენინგები ორიენტირებულია რეგიონში ადამიანური კაპიტალის გაძლიერებაზე საერთაშორისო ეკონომიკის, პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ცოდნის გაღრმავებით. ფონდი უფართოებს იმედისმომცემ ახალგაზრდა სპეციალისტებს შესაძლებლობებს, ჩაერთონ პოლიტიკის დაგეგმვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. ტრენინგის მონაწილეებს, რომლებიც წარმოადგენენ როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს, საღამოს საათებში სთავაზობს ლექციებს ეკონომიკის, საგარეო პოლიტიკის და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე. ჩვენს პედაგოგებს შორის არიან საერთაშორისო და ადგილობრივი სპეციალისტები.
ფონდი რეგულარულად აწყობს დისკუსიებს, საჯარო მოსმენებს და მრგვალ მაგიდებს.
შეფასებითი კვლევების მიზანია ინსტიტუტების დახმარება, გააუმჯობესონ მათ მიერ პროგრამების შესრულების საზომები და გაიაზრონ საქმიანობის შესრულების გაუმჯობესების გზები. ეს მოიცავს სპეციფიკური პროგრამებისა და პროექტების შეფასებას, ასევე პოლიტიკური რისკისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ზოგად შეფასებით კვლევებს, რომლებიც ტარდება საქართველოში და კავკასიის რეგიონში და განკუთვნილია მთავრობებისთვის, კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.
სხვა კვლევით ინსტიტუტებსა და სამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობით, ფონდში რეგულარულად ტარდება კონფერენციები და სემინარები იმისათვის რომ პოლიტიკის განმსაზღვრელებს, მკვლევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ხელი შეუწყოს მოსაზრებათა გაცვლასა და რეკომენდაციების შემუშავებაში.
რონდელის ფონდის კვლევითი საქმიანობა და ტრენინგები ფოკუსირებულია რეგიონის დღის წესრიგზე. ფონდი ერთობლივ პროექტებს ახორციელებს რეგიონში და მის ფარგლებს მიღმა არსებულ კვლევით და საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით.