X

რუსეთის მიმოხილვა

„რუსეთის მიმოხილვა“ – ეს არის რონდელის ფონდის პროექტების სერია, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე რუსეთის საგარეო სტრატეგიაზე დაკვირვებასა და მის სათანადო გააზრებას. ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის სამხედრო, დიპლომატიური, საინფორმაციო თუ სხვა მოქმედებების შესწავლა, რადგან რუსეთის ქმედებები დიდ გავლენას ახდენს მეზობელ ქვეყნებზე, დასავლეთზე და ზოგადად, საერთაშორისო სისტემაზე. ჩვენ ვაკვირდებით რუსეთის შეიარაღებულ ძალებსა და მის სამხედრო პოლიტიკას, მის მოქმედებებს მეზობლების მიმართ და გლობალურ სტრატეგიას. ჩვენი თვალთახედვის არეში აგრეთვე მოქცეულია მოსკოვის პოლიტიკა საქართველოს ორ რეგიონში, რომლებიც დღეს რუსეთს აქვს ოკუპირებული. „რუსეთის მიმოხილვა“ ეს არის ჩვენი მცდელობა მონაწილეობა მივიღოთ საერთაშორისო ძალისხმევაში – კრემლის საგარეო პოლიტიკის შესწავლისა და ამ პოლიტიკასთან დაკავშირებული გამოწვევების დასაძლევად მიდგომების შემუშავების საქმეში.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.