Title | Languages | Field | Year |
---|---|---|---|
Russian | Other | 2022 | |
ქართველ და ჩრდილოეთ კავკასიელ მკითხველს ვთავაზობთ ერთ წიგნად გამოცემულ დოკუმენტთა კრებულს, სადაც თავმოყრილია აქამდე სრულიად უცნობი მასალა XIX საუკუნეში ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა მიმართ რუსეთის იმპერიის მიერ გატარებული დაპყრობითი კოლონიალური პოლიტიკის შესახებ, მოძიებული საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივში. პარიზში მომუშავე ქართველმა ისტორიკოსმა გიორგი მამულიამ ფრანგულიდან რუსულად თარგმნა XIX საუკუნის 20-იანი წლებიდან თბილისში აკრედიტებულ საფრანგეთის კონსულთა პოლიტიკური ანგარიშები, რომლებიც შეიცავენ უნიკალურ ცნობებს შამილის ხელმძღვანელობით მიმდინარე კავკასიის მთიელთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის შესახებ. ეს დოკუმენტები ქრონოლოგიურად მოიცავს 1839-1859 წლების პერიოდს და უმთავრესად ახალ შუქს ჰფენს იმ მოვლენებს, რომლებსაც კავკასიელი მკვლევრები დღემდე, ძირითადად, ტენდენციური რუსული ისტორიული მასალებიდან იცნობდნენ. |