X

PUBLICATIONS

Title Languages Field Year

როგორია თურქეთის ახალი მთავრობის შემადგენლობა?

  • Author: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • Publisher:
  • Type: article
Georgian International relations 2023

ახლო აღმოსავლეთის მიმოხილვა No 64

 

2023 წლის 3 ივნისს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წარადგინა ქვეყნის ახალი მინისტრთა საბჭო.

როგორია თურქეთის ახალი მთავრობის შემადგენლობა და როგორია მოლოდინი?

თურქეთის ახალი მთავრობის წევრების წარდგენა

 

თურქეთის ახალი მთავრობის წევრები არიან:

იუსტიციის მინისტრი - ილმაზ თუნჩი;

ოჯახისა და სოციალური მომსახურების მინისტრი - მაჰიმურ ოზდემირ გოქთაში;

შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი - ვედათ იშიქჰანი;

გარემოს, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების მინისტრი - მეჰმეთ ოზჰასექი;

საგარეო საქმეთა მინისტრი - ჰაქან ფიდანი;

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი - ალფარსლან ბაირაქთარი;

ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი - ოსმან აშქინ ბაქი;

ხაზინისა და ფინანსთა მინისტრი - მეჰმეთ შიმშექი;

შინაგან საქმეთა მინისტრი - ალი იერლიქაია;

კულტურისა და ტურიზმის მინისტრი - მეჰმეთ ნური ერსოი;

ეროვნული განათლების მინისტრი - იუსუფ თექინი;

ეროვნული თავდაცვის მინისტრი - იაშარ გულერი;

ჯანდაცვის მინისტრი - ფაჰრეთინ ქოჯა;

მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრი - მეჰმეთ ფათიჰ ქაჯირი;

სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრი - იბრაჰიმ იუმაქლი;

ვაჭრობის მინისტრი - ომერ ბოლათი;

ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - აბდულქადირ ურალოღლუ;

პრეზიდენტმა ერდოღანმა ახალ ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა ჯევდეთ ილმაზი.

ახალ მთავრობაში მხოლოდ ორმა ძველმა (კულტურისა და ტურიზმის და  ჯანდაცვის) მინისტრმა შეინარჩუნა თანამდებობა.

მინისტრთა კაბინეტში ვერ მოხვდა ვერცერთი პრორუსულად განწყობილი პოლიტიკოსი. ახალ მთავრობაში ვერ მოხვდა ვერც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მესამე ადგილზე გასული სინან ოღანი, {1} რომელმაც მეორე ტურში ერდოღანს დაუჭირა მხარი.

ახალ მთავრობაში ვერ მოხვდნენ ისეთი მძიმეწონიანი პოლიტიკოსები, როგორებიც არიან სულეიმან სოილუ (შსს მინისტრი წინა მთავრობაში) და მევლუთ ჩავუშოღლუ (საგარეო საქმეთა მინისტრი წინა მთავრობაში).

ახალ მთავრობაში ყველაზე მნიშვნელოვანი 4 თანამდებობაა:

  1. საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა დაზვერვის შეფი ჰაქან ფიდანი. იგი ბოლო 13 წლის განმავლობაში  MİT-ს (თურქეთის დაზვერვის ორგანიზაცია) ხელმძღვანელობდა. შესაბამისად, კარგად იცნობს ახლო აღმოსავლეთსა და რუსეთს;
  2. ხაზინისა და ფინანსთა მინისტრად დანიშნული მეჰმეთ შიმშექი კარგი ეკონომისტია. იგი ემხრობა ორთოდოქსულ ეკონომიკურ პოლიტიკას და ბევრი იმედოვნებს, რომ შიმშექი შეძლებს თურქეთის გამოყვანას ეკონომიკური სირთულეებიდან;
  3. თავდაცვის მინისტრად დაინიშნა გენშტაბის უფროსი იაშარ გულერი. წინა მინისტრი ჰულუსი აქარიც მანამდე გენშტაბის უფროსი იყო. ამგვარად ერდოღანმა ახალი ტრადიცია დაამკვიდრა თურქეთში, რომლის მიხედვითაც, გენშტაბის უფროსი შემდგომში თავდაცვის მინისტრი ხდება;
  4. შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა სტამბოლის გუბერნატორი ალი იერლიქაია, რომელიც კარგი ტექნოკრატია და იცნობს სტამბოლთან დაკავშირებულ საკითხებს. ეს კი მნიშვნელოვანია, რადგან მმართველ პარტიას სურს 2024 წლის ადგილობრივ არჩევნების შედეგად დაიბრუნოს სტამბოლის მერის თანამდებობა.    

{1} მას განათლება მოსკოვში აქვს მიღებული.

Back to full list
© 2024 Georgian Foundation For Strategic and International Studies. All Rights Reserved.