X

კონფერენციები და სემინარები

კონფერენცია - „საქართველო ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების დებატებში“

2007 / 10 / 04

 

2007 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრთან (ვარშავა) და  გერმანიის მარშალის ფონდთან თანამშრომლობით უმასპინძლა კონფერენციას: „საქართველო ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების დებატებში“. მომხსენებელთა და დამსწრეთა შორის იყო მრავალრიცხოვანი დელეგაცია პოლონეთიდან, ისევე როგორც, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების არაერთი წარმომადგენელი.

მთავარმა მომხსენებელმა საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე ბათუ ქუთელიამ ისაუბრა ნატოს უმნიშვნელოვანეს როლზე ევროპასა და მის მიღმა სტაბილურობის შენარჩუნებაში, ისევე როგორც საქართველოს შესაძლო წვლილზე ამ საქმეში. სესიას ნატოს წევრობის გზის შესახებ მოჰყვა საინტერესო დისკუსია საქართველოს პროგრესის შესახებ ამ გზაზე. მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეებმა გამოთქვეს მრავალი მოსაზრება აღნიშნულ საკითხზე, ყველანი ერთხმად ადასტურებენ, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ცენტრალური ადგილი უჭირავს ნატოს წევრობას და რომ წევრობის სამოქმედო გეგმა აუცილებელია მისთვის. პოლონელმა მონაწილეებმა საზოგადოებას გაუზიარეს საკუთარი მოსაზრებები პოლონეთის წევრად მიღების გამოცდილებიდან გამომდინარე. დისკუსიაში ჩაერთნენ სხვა მონაწილეებიც, რომელთა ქვეყნებმაც მონაწილეობა მიიღეს ნატოს გაფართოების წინა რაუნდებში.

კონფერენციამ ხელი შეეუწყო საქართველოსა და პოლონეთს შორის კავშირის გაღრმავებას სამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოებების დონეზე. პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ნატოში  გაწევრიანებას. 

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.