X

კონფერენციები და სემინარები

კონფერენცია - „შავი ზღვის რეგიონი 21-ე საუკუნეში: რეგიონული და ფუნქციური პერსპექტივები“

2007 / 10 / 17

2007 წლის 16-17 ოქტომბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი საერთაშორისო ურთიერთობების ავსტრიულ ინსტიტუტთან, ავსტრიის მარშალის გეგმის ფონდთან, ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ცენტრთან და ინსბრუკის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მასპინძლობდა ორდღიან კონფერენციასა და დისკუსიას: „შავი ზღვის რეგიონი 21-ე საუკუნეში: რეგიონული და ფუნქციური პერსპექტივები“

პირველ დღეს, დახურული სამუშაო სესიის ფარგლებში, მოხსენებებმა მოიცვა შავი ზღვის აუზის ქვეყნების პერსპექტივები და ტრანსრეგიონული საკითხები, როგორებიცაა ეკონომიკური განვითარება, ევროპის ენერგოუსაფრთოხება, რეგიონის კონფლიქტები, ევროკავშირისა და ნატოს როლი.

მეორე დღის სესიის საჯარო დისკუსიამ ფართო საზოგადოებას საშუალება მისცა გაეცვალა მოსაზრებები და ემსჯელა პირველ დღეს განხილულ თემებზე.

კონფერენცია გახსნა დოქტორმა დანიელ ჰამილტონმა, ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელმა. გახსნის დღეს მოხსენებები წაიკითხეს თემურ იაკობაშვილმა (საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი), რაინერ ფრაიტაგ-ვირმინგაუსმა (გერმანიის აღმოსავლეთის ინსტიტუტი); პიტერ ჰავლიკმა და ვასილი ასტროვმა (ვენის საერთაშორისო ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტი), ანა მატეევამ (ლონდონის ეკონომიკის სკოლა), ანა ჯონსონმა (ცენტრალური აზიის აბრეშუმის გზის ინსტიტუტი), მიქაელ ემერსონმა (ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრი) და ფ. სტევენ ლარაბემ (კორპორაცია რანდი).

კონფერენციის მასალა გამოიცემა ერთ წიგნად  „შავი ზღვის რეგიონი 21-ე საუკუნეში: რეგიონული და ფუნქციური პერსპექტივები“.  2008 წლის სექტემბერში ვაშინგტონში გაიმართება წიგნის პრეზენტაცია და დისკუსია შავი ზღვის პერსპექტივების შესახებ.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.