X

კონფერენციები და სემინარები

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი

2008 / 03 / 28

2008 წლის 28 მარტს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს ეწვია საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

პრეზიდენტი სააკაშვილი ფონდს სტუმრობდა სემინარის ფარგლებში „არასამთავრობო ორგანიზაციების როლი რეინტეგრაციის პროცესში საქართველოში“, რომლის ორგანიზატორიც იყო საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი რეინტეგრაციის საკითხებში. პრეზიდენტმა ისაუბრა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებისადმი მიმართულ ახალ შეთავაზებებზე, რომლებიც ითვალისწინებს ერთობლივი ეკონომიკური ზონის შექმნას; აფხაზეთის წარმომადგენლობას ცენტრალურ მთავრობაში, აფხაზი ვიცე-პრეზიდენტით; ვეტოს უფლებით სარგებლობას, აფხაზეთთან დაკავშირებულ გადაწვეტილებებზე და  შეუზღუდავ ავტონომიას.

ორდღიანი სემინარი გახსნა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდის ყოფილმა აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში, თემურ იაკობაშვილმა.

პირველი დღის მომხსენებელთა შორის იყვნენ: ბერგჰოფის ფონდისა (ბერლინი) და შერიგების რესურსების (ლონდონი) წარმომადგენლები ოლივერ უოლე და ჯონათან კოენი. მეორე დღის თემებმა მოიცვა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: აფხაზურ-ქართული ურთიერთობების და შესაძლო თანამშრომლობის გეგმები (პაატა ზაქარეიშვილი); მოლაპარაკებებისა და სამშვიდობო პროცესის განახლება (არჩილ გეგეშიძე); აფხაზურ-ქართული შერეული ოჯახები (რეზო ბენდელიანი) და ეკონომიკური მდგომარეობა აფხაზეთში (ლაშა ტუღუში). დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა თემურ იაკობაშვილმა.

სემინარს ესწრებოდნენ, საჯარო მოხელეები, ექსპერტები, კონფლიქტების საკითხთა სპეციალისტები, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.