X

კონფერენციები და სემინარები

კონფერენცია -„უსაფრთხოება ევროპიდან სამხრეთ კავკასიამდე თურქეთის გავლით“

2008 / 03 / 27

2008 წლის 27-28 მარტს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში, ახალგაზრდა დიპლომატთა, ბიზნესმენთა, მეცნიერთა და სამართალმცოდნეთა ასოციაციასა და იედიტეპეს უნივერსიტეტის სტრატეგიის კვლევების ცენტრთან თანამშრომლობით, ნატო-ს, თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოსა და თურქეთის რესპუბლიკის პოპულარიზაციის ფონდის მხარდაჭერით, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „უსაფრთხოება ევროპიდან სამხრეთ კავკასიამდე თურქეთის გავლით“.

კონფერენციამ სტუდენტებს, დიპლომატებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, აკადემიური სფეროსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს საშუალება მისცა ემსჯელათ სამხრეთ კავკასიის პრობლემებზე, უსაფრთხოებაზე, გადაუჭრელ ეთნო-პოლიტიკურ კონფლიქტებზე, რეგიონში აღმოსავლეთისა და დასავლეთის ინტერესებზე, საერთაშორისო ორგანიზაციების როლზე, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემებსა და მის გავლენაზე რეგიონულ უსაფრთხოებაზე, ისევე როგორც ენერგიაზე, როგორც „იარაღზე“.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.