X

კონფერენციები და სემინარები

სამოქალაქო საზოგადოების ლიდერთა დამაკავშირებელი პროგრამის სემინარი

2008 / 10 / 15

2008 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში დაიწყება სამოქალაქო საზოგადოების ლიდერთა დამაკავშირებელი პროგრამის სემინარი. სემინარის მთავარი თემაა სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები.

სემინარის 30 მონაწილე სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, მოლდოვადან და უკრაინიდან მოისმენს მოხსენებებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა საქართველოს რეფორმები; ენერგო რესურსები და ეკონომიკური განვითარება; ენერგიის მოხმარება და კონსერვაციის პოლიტიკა; აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიაში ენერგოპოლიტიკის ანალიზის ინსტრუმენტები; შავი ზღვის გეოპოლიტიკური რეალობა; დეცენტრალიზაცია სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და უკრაინაში: თეორია და პრაქტიკა; რეგულაციური რეფორმებიდან რეგულაციურ პოლიტიკამდე: სახელმწიფო ეკონომიკური აქტივობის ოპტიმალური რეგულაციის რთული გზა (უკრაინის მაგალითი); პლურალისტური დემოკრატიის მშენებლობა: პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების როლი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში: რეალობა და პერსპექტივები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, მოლდოვადან და უკრაინიდან.

მოხსენებების შემდეგ გაიმართება დისკუსია.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.