X

კონფერენციები და სემინარები

საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „ინტეგრაციის ახალი ტრაექტორიები კავკასიაში: კონფლიქტისა და უსაფრთხოების გამოწვევბი“

2015 / 06 / 02

2015 წლის 2 ივნისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას თემაზე „ინტეგრაციის ახალი ტრაექტორიები კავკასიაში: კონფლიქტისა და უსაფრთხოების გამოწვევბი“. ღონისძიება გაიმართა ჩატარდა სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტთან (SIPRI) თანამშრომლობით.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან წამყვანმა ექსპერტებმა, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებმა რათა შეესწავლათ თუ რა გავლენას ახდენს საერთაშორისო ეკონომიკური და პილიტიკური თამაშრომლობის ახალი ფორმატები (ევრაზიული კავშირი/საბაჟო კავშირი, აღმოსავლეთ პარტნიორობა/ასოცირების შესახებ შეთანმხება)  კავკასიაში არსებულ უსაფრთხოებასა და კონფლიქტებზე. აღნიშნულ კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ საშუალებების იდენტიფიცირებას, რომლითაც ევროკავშირი და სხვა საერთაშორისო მოთამაშეები ხელს შეუწყობენ კავკასიაში სტაბილურობის გაძლიერებას.

გამორჩეულ მომხსენებელთა შორის იყვნენ: ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი.

დისკუსიაში მონაწილეობნენ ცნობილი საერთასორიო ექსპერტები და აკადემიკოსები სამხრეთ კავკასიიდან, რუსეთიდან და ევროპიდან.

კონფერენცია ჩატარდა ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული კვლევითი პროექტის „ CASCADE - კავკასიის რეგიონილი უსაფრთხოება და დემოკრატია“ ფარგლებში.

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.