X

კონფერენციები და სემინარები

კონფერენცია „კონფლიქტების ცვლილება და უსაფრთხოების დინამიკა კავკასიაში: რეგიონული ძალების როლი“

2016 / 04 / 29

2016 წლის 29 აპრილს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევის ფონდისა და სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „კონფლიქტების ცვლილება და უსაფრთხოების დინამიკა კავკასიასში: რეგიონული ძალების როლი“.

კონფერენცია, რომელიც ჩატარდა პროექტ კასკადის ფარგლებში, მიზნად ისახავდა დისკუსიის გამართვას კავკასიის რეგიონში არსებული კონფლიქტებისა და უსაფრთხოების დინამიკის, რეგიონული მოთამაშეების როლის, ასევე კავკასიის რეგიონის გეოსტრატეგიული მნიშვნელობისა და რეგიონული უსაფრხოების გამოწვევების შესახებ.

ღონისძიება გახსნა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა და სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის მთავარმა მკვლევარმა ნეილ მელვინმა. ძირითადი მოხსენება საკითხთან დაკავშირებით გააკეთა კორნეგის ცენტრის ანალიტიკოსმა ტომ დე ვაალმა. 

კონფერენციის პირველი სესია, რომელიც მიეძღვნა მიმდინარე რეგიონულ კონფლიქტებში რუსეთის ფედერაციის როლის საკითხს, მოხსენებით გამოვიდნენ ბერმინგემის უნივერსიტეტის მთავარი ლექტორი დერეკ ავერე და მთავარი მკლევარი (NUPI) ჯულია ვილჰელმსენი. 

მეორე სესიის განმავლობაში, მომხსენებლებმა, საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის მთავარმა ანალიტიკოსმა ნიგერ გოკსელმა და რეგიონალური კვლევების ცენტრის დირექტორმა რიჩარდ გირაგოსიანმა მომოიხილეს თურქეთის და ირანი, როგორ რეგიონული ძალები. ბოლო სესიის მოხმსენებლებმა ისაუბრეს  კონფლიქტების რეგიონალიზაციის, ევროკავშირის მიღწევებისა და ამერიკის შეერთებული შტატების როლის შესახებ.

კონფერენციას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, საექსპერტო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები. 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.