X

ლექციები და ტრენინგები

სასწავალო პროგრამა ევროკავშირის შესახებ

2004 / 10 / 29

2004 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ორგანიზებით დაიწყო სასწავლო პროგრამა ევროკავშირის შესახებ. პროგრამაში მონაწილეობს 26 სახელმწიფო მოხელე. სასწავლო კურის შემდეგი წლის იანვრამდე გაგრძელება. სამ თვიანი კურსის ფარგელბში მონაწილეები შეისწავლიან ევროპულ ინსტიტუტებს და ევროკავშირის ისტორიას. პროგრამის მონაწილეები მიიღებენ მითითებებს, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ მათ ინდივიდუალურ სააგენტოებს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრობის შესაძლო კანდიდატი, პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი ინსტიტუტების ევროპულ სტადარტებთან შეთავსებით. ნაწილობრივ კურსის ფოკუსი იქნება საქართველოს სამინისტროებში შექმნილ ევროპული ინტეგრაციის ოფისებში პოლიტიკის განვითარება და დანერგვა.

სასწავლო პროგრამა მოიცავს ლექციებს და დისკუსიებს. კურსის ბოლოს მონაწილეებს ევალებთ გამოცდის ჩაბარება და ევროპულ ინტეგრაციაზე მოკლე ანალიტკური ჩანაწერის გაკეთება.

აღნიშნული სასწავლო პროგრამა ფონდის მიერ განხორციელებული უფრო დიდი პროექტის ნაწილია. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის  შესაძლებლობების გაუმჯობესებას  ევროკავშირის ინტეგრაციასთან დაკავშირებული პოლიტიკის დანერგვის ეფექტურობასთან დაკავშირებით. 

 სასწავლო კურსი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ფონდისა და  პარტნიორი მრჩეველი ევროპული კომპანიების მიერ - ალტაირი (ესპანეთი), BCOME (საფრანგეთი) და საჯარო ადმიინისტრირების ინსტიტუტი (ინგლისი).

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.