X

ლექციები და ტრენინგები

პროექტი „ჩემი სამყარო“ ონლაინდისკუსიებზე გადავიდა

2020 / 04 / 30

2020 წლის მარტიდან პროექტი "ჩემი სამყარო" გადავიდა ონლაინდისკუსიებზე - პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ლექცია-დისკუსიების ჩატარება სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, რასაც ძირითადად ჟურნალ "ჩემი სამყაროს" სტატიების ავტორები უძღვებიან.

ჩვეულებრივ პროექტი "ჩემი სამყარო" სტუმრობს რეგიონებს და ჩვენი ჟურნალის მკითხველი მოსწავლეებისათვის ატარებს  შეხვედრებს, სადაც განიხილება მათთვის საინტერესო სხვადასხვა აქტუალური თემა. კორონავირუსის პანდემიის ვითარებაში დისკუსიების ონლაინწარმართვა საუკეთესო გამოსავალია!

მარტიდან მოყოლებული უკვე ჩატარდა 10 ასეთი შეხვედრა ზუგდიდში (აფხაზეთიდან დევნილი ოჯახებიდან), ზოტსა და ნასაკირალში მცხოვრებ მოსწავლეებთან. დისკუსიები გაგრძელდება მაისშიც და ასევე მოიცავს წეროვნის დევნილთა დასახლების # 3 საჯარო სკოლისა და პანკისის ხეობის ჯოყოლოსა და დუისის საჯარო სკოლების მოსწავლეებს. 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.