X

ლექციები და ტრენინგები

დიპლომატიური პროტოკოლისა და საერთაშორისო ეტიკეტის სასწავლო კურსი

2020 / 07 / 01

2020 წლის 29 ივნისს, რონდელის ფონდში ახალი სასწავლო კურსი - "დიპლომატიური პროტოკოლი და საერთაშორისო ეტიკეტი" დაიწყო. ლექციებს უძღვება ზურაბ დარჩიაშვილი, პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის ყოფილი უფროსი და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორი 2014-2019 წლებში.


კურსი მოიცავს დიპლომატიურ პროტოკოლთან და საერთაშორისო ეტიკეტთან დაკავშირებულ ძირითად თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს. კურსის ფარგლებში, მონაწილეები შეისწავლიან დიპლომატიური პროტოკოლის არსსა და ფუნქციას, ეტიკეტის საერთაშორისოდ მიღებულ წესებსა და სხვადასხვა ქვეყნის თავისებურებებს. კურსის მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას/ცოდნას, დიპლომატიური პროტოკოლის საერთაშორისო პრაქტიკის, პროტოკოლის თანამედროვე ნორმებისა და პროცედურების, დიპლომატიური კომუნიკაციის, ოფიციალური ღონისძიებებისა და შეხვედრების დაგეგმარების პრაქტიკული ასპექტების შესახებ.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.