X

ლექციები და ტრენინგები

საქართველოს საგარეო პოლიტიკის სალექციო კურსი

2020 / 07 / 24

2020 წლის 24 ივლისიდან "ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის პროგრამის" ფარგლებში ახალი სალექციო კურსი იწყება. 

სასწავლო პროგრამის მეორე მოდული შეეხება საქართველოს საგარეო პოლიტიკას. სალექციო კურსს წაიკითხავს რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი, გიორგი ბადრიძე. 

გიორგი ბადრიძე 2014 წლიდან არის მიწვეული ლექტორი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტებზე. ბატონ გიორგის აქვს დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 1992 წლიდან მოყოლებული რამდენიმე მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 1999-2002 და 2007-2009 წლებში იყო თურქეთის რესპუბლიკასა და დიდ ბრიტანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი (ელჩის მოადგილე). 2009-2013 წლებში მსახურობდა როგორც დიდ ბრიტანეთში და ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. 2013 წლიდან არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მკვლევარი.

"ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის სასწავლო პროგრამას" რონდელის ფონდი ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.