X

ლექციები და ტრენინგები

შეხვედრა დუისისა და ჯოყოლოს საჯარო სკოლების უფროსკლასელებთან და პედაგოგებთან ლოპოტაზე

2020 / 10 / 25

2020 წლის 25 ოქტომბერს „ლოპოტა სპა რეზორტში“ რონდელის ფონდში მიმდინარე პროექტის - „თემის ახალგზრდობის ჩართულობა პანკისსა და ხულოში“ - ფარგლებში დუისისა და ჯოყოლოს საჯარო სკოლების უფროსკლასელებისა და პედაგოგებისათვის გაიმართა შეხვედრა, სადაც ექსპერტების ხელმძღვანელობით იმსჯელეს მნიშვნელოვან საკითხებზე.

დარგის სპეციალისტებმა ემზარ ჯგერენაიამ, ლადო პაპავამ, ალექსი პეტრიაშვილმა და ანდრო გოცირიძემ ისაუბრეს შემდეგ თემებზე: "სამშობლო და სახელმწიფო", "საქართველოს საერთაშორისო ეკონომიკური ფუნქცია", "საქართველოს საგარეო პრიორიტეტები და ნატო/ევროკავშირი" და "კიბერჰიგიენა".


ღონისძიებას ასევე დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც საინტერესო დისკუსია გამართა პანკისის ახალგაზრდებთან და მათ კითხვებს უპასუხა.

გაცნობებთ, რომ პროექტი მიზნად ისახავს პანკისის ხეობასა და ხულოს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების (14-18 წლის მოსწავლეები) სამოქალაქო ცნობიერების გაძლიერებას და არაფორმალური განათლებისა და სხვადასხვა აქტივობის გზით მათი შესაძლებლობების გაზრდას.

პროექტის დახმარებით ადგილობრივი ახალგაზრდები შეძლებენ უკეთ გაერკვნენ ქვეყანასა და საკუთარ მხარეში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში, გაიუმჯობესონ ანალიტიკური აზროვნებისა და პრობლემების იდენტიფიცირების უნარი, რათა სამომავლოდ შეძლონ აქტიურად ჩაერთონ საკუთარი თემების ცხოვრებაში და წინ აღუდგნენ ნებისმიერ დეზინფორმაციასა და მავნე გავლენას. 

პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.