X

ლექციები და ტრენინგები

რონდელის ფონდმა დაიწყო კიბერუსაფრთხოებისა და კიბერდანაშაულის გამოძიების სპეციალური სასწავლო პროგრამა

2020 / 12 / 23

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდში დაიწყო 8 თვიანი ინტენსიური კიბერუსაფრთხოებისა და კიბერდანაშაულის გამოძიების სპეციალური სასწავლო პროგრამა, რომელშიც მონაწილეობენ კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესსა და კიბერდანაშაულის გამოძიების/მართლმსაჯულების პროცესში ჩართული საჯარო უწყებები და სასამართლო ხელისუფლების ორგანოები.

პროგრამის განმავლობაში მონაწილეები შეიძენენ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ციფრული ექსპერტიზა, მავნე პროგრამული უზრუნველყოფის ანალიზი, ალგორითმები და დიდი მონაცემები სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში და ა. შ. ამასთან, სასწავლო პროგრამა წარმოადგენს ერთგვარ საკომუნიკაციო პლატფორმას, სადაც ეროვნული უსაფრთხოების, გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მართლმსაჯულების ორგანოებს აქვთ საშუალება იმსჯელონ როგორც საქართველოს კიბერუსაფრთხოების წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე, ასევე მათი გადაჭრის გზებზე.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი (Completion Certificate), რომელიც დაადასტურებს არა მხოლოდ სესიებზე დასწრების ფაქტს, არამედ მონაწილის მიერ სწავლის პერიოდში მიღებული კომპეტენციის შესაბამის დონეს.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.