X

ლექციები და ტრენინგები

პროექტის ეთნიკური უმცირესობების ხმა - ჩართულობა და გაძლიერება ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა თემატური სემინარები და ჯგუფური პრეზენტაციები

2022 / 05 / 02

29-30 აპრილს, თბილისში, პროექტის "ეთნიკური უმცირესობების ხმა - ჩართულობა და გაძლიერება" ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა თემატური სემინარები და მოხდა ჯგუფური პრეზენტაციების წარდგენა.

ღონისძიების ფარგლებში თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები დაესწრნენ სემინარს რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ, ასევე ექსპერტებთან ერთად იმსჯელეს თემაზე: სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკა და მისი გამოწვევები: 90-იანი წლებიდან დღემდე. ორდღიანი ღონისძიების მეორე ნაწილში კი მონაწილეებმა ჯგუფურად იმუშავეს თემში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე და წარადგინეს შესაბამისი პრეზენტაციები.

პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.