X

ლექციები და ტრენინგები

საჯარო ლექცია - სომხეთის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის ერებთან მიმართებაში

2006 / 06 / 28

2006 წლის 28 ივნისს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვართან ოსკანიანმა წაიკითხა საჯარო ლექცია. ლექცია ეხებოდა სომხეთის პოლიტიკას  სამხრეთ კავკასიის ერებთან მიმართებაში. ოსკანიანმა ვრცლად ისაუბრა სომხეთის ეკონომიკური პროგრესისა და აზერბაიჯანთან გართულებული დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ. გარდა ამისა, არაერთხელ გაუსვა ხაზი რეგიონული თანამშრომლობისა და ურთიერთ მხარდაჭერის აუცილებლობას. აღიარა რა, რეფორმების აუცილებლობა დემოკრატიზაციისა და ეკონომიკური განვითარების გზაზე, ოსკანიანმა განაცხადა, რომ სომხეთის დემოკრატიზაცია გარდაუვალია და ის ამ კუთხით მოწინავეა რეგიონში. ევროპული ინტეგრაციის ერთობლივი მიზანი,  ოსკანიანის აზრით, საქართველოსა და სომხეთის გამაერთიანებელი ფაქტორია.  მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ამ ერთობლივი მიზნის მისაღწევად ქვეყნები ითანამშრომლებენ.

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.