X

ლექციები და ტრენინგები

საჯარო ლექცია - „საერთაშორისო სამართლის ნორმების ზემოქმედება ტერორიზმზე“

2006 / 10 / 03

2006 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა უმასპინძლა სამთავრობო ჩინოსნებისა და საერთაშორისო ოგრანიზაციებისათვის განკუთვნილ საჯარო ლექციას „საერთაშორისო სამართლის ნორმების ზემოქმედება ტერორიზმზე“, რომელიც პროფესორმა ანდრეა ბიანკიმ წაიკითხა. ანდრეა ბიანკი მილანის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხს ფლობს და 2003 წლიდან საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის სამეცნიერო ინსტიტუტის წევრია. მისი ნაშრომები ეძღვნება ადამიანის უფლებებს, საერთაშორისო ეკონომიკურ სამართალს, იურისდიქციის სამართალს, იურისდიქციის იმუნიტეტის საკითხებს, საერთაშორისო გარემოსდაცვით სამართალს, სახელმწიფოს პასუხისმგებლობასა და ხელშეკრულებათა სამართალს.

ინტერაქციული ლექციის ფარგლებში, საინტერესო დისკუსია გაიმართა საერთაშორისო სამართლის ტერორიზმზე ზემოქმედების საკითხების მიმართ სხვადასხვა მიდგომის შესახებ.

 

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.