X

ლექციები და ტრენინგები

რონდელის ფონდის პროექტის „რეგიონული აქტივიზმის გაძლიერება მდგრადი ცვლილებისთვის“

2023 / 07 / 10

რონდელის ფონდის პროექტის „რეგიონული აქტივიზმის გაძლიერება მდგრადი ცვლილებისთვის“ ფარგლებში, საქართველოს რამდენიმე რეგიონში, იქ მცხოვრები ახალგაზრდების, საინიციატივო ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაცემული მცირე გრანტების ფარგლებში, გრძელდება სხვადასხვა აქტივობისა და ღონისძიების განხორციელება.

2023 წლის 9 ივლისს ქ. ახალციხეში ჩატარდა ინიციატივის „მოხალისეობრივი საქმიანობა-სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება“ პირველი სამუშაო შეხვედრა და ტრენინგი. სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან შერჩეულ მონაწილეებს რონდელის ფონდისა და ნიდერლანდების საელჩოს საგანმანათლებლო პროექტის ადგილობრივ კურსდამთავრებულთა  საინიციატივო ჯგუფმა ჩაუტარა ტრენინგი მოხალისეობრივი საქმიანობის მნიშვნელობისა და სამოქალაქო ჩართულობის შესახებ.

მცირე გრანტების ეს საპილოტე პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სამოქალაქო აქტივობას და დემოკრატიული მმართველობის პრინციპების დანერგვას და ადგილობრივ დონეზე კულტურული და სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას.

რონდელის ფონდის პროექტი „რეგიონული აქტივიზმის გაძლიერება მდგრადი ცვლილებისთვის“ ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.