X

ლექციები და ტრენინგები

საჯარო პოლიტიკის ცოდნის ქსელის 2005-2006 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება

2006 / 10 / 12

2006 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა პროგრამის: „საჯარო პოლიტიკის ცოდნის ქსელის“ გამოშვებისა და კურსდამთავრებულთა მიღების ცერემონია. პროექტს საერთაშორისო განათლების კანადურ ბიუროსთან თანამშრომლობით უძღვება საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. აღნიშნული ცერემონია ეძღვნებოდა პროექტის რიგით მესამე მონაწილეებს.

გამოსაშვები ღონისძიება გახსნა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენმა, დოქტორმა ალექსანდრე რონდელმა. სიტყვით გამოვიდნენ: წმინდა მერის უნივერსიტეტის რექტორი, დოქტორი კოლინ დოდსი; საერთაშორისო განათლების კანადური ბიუროს საერთაშორისო განვითარების პროგრამის ვიცეპრეზიდენტი,  ქრისტინა ვიტფუტი და პრემიერ მინისტრის ადმინისტრაციის უფროსი, პეტრე მამრაძე.

„საჯარო პოლიტიკის ცოდნის ქსელი“ 2003 წლიდან ფუნქციონირებს და მიზნად ისახავს პოლიტიკის ანალიზში საჯარო მოხელეეების ცოდნის გაღრმავების გზით საქართველოს მთავრობის საჯარო პოლიტიკის გაძლიერებას. ამჟამად პროგრამის კურსდამთავრებულია სამოცდაათზე მეტი საჯარო მოხელე; ცამეტი სამთავრობო სააგენტოს ოცდათორმეტი მოხელე კი ახლა გადის სასწავლო კურსს.

 

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.