X

ლექციები და ტრენინგები

ევროინტეგრაციის კურსის კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება

2007 / 05 / 08

2007 წლის 8 მაისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა ევროინეგრაციის შესახებ სასწავლო კურსის გამოსაშვები ღონისძიება. კურსი ჩატარდა პროექტის  „საქართველოში ცნობიერების ამაღლება ევროკავშირის შესახებ“ ფარგლებში. პროექტი ტარდება ევროკომისიის განათლების, აუდიოვიზუალური და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს ჟან მონეს მოდულის ფარგლებში.

კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადასცეს საქართველოსა და სომხეთში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ელჩმა პერ ეკლუნდმა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტმა ალექსანდრე რონდელმა.

პროექტი ორი წელია ფუნქციონირებს და ამ დროის მანძილზე ევროკავშირის შესახებ სასწავლო კურსი გაიარა ოთხმოცდაათზე მეტმა მონაწილემ. კურსის კურიკულუმი მოიცავს ევროკავშირთან ინტეგრაციის ისეთ ფუნდამენტურ საკითხებს, როგორებიცაა ევროინტეგრაციის ისტორია, ევროკავშირის ინსტიტუტები და პოლიტიკა, ევროკავშირის გაფართოების ციკლები, ევროპის სამეზობლო პოლიტიკა და საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები.

პროექტის მიზანია სწავლებისა (თბილისსა და რეგიონებში) და პუბლიკაციების მეშვეობით ქვეყნის მასშტაბით ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.