X

ლექციები და ტრენინგები

რანდის უსაფრთხოების კვლევების პროგრამის გამოსაშვები ცერემონია

2007 / 04 / 23

2007 წლის 23 აპრილს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა რანდის უსაფრთხოების კვლევების სასწავლო კურსის მეხუთე ციკლის კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება. საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებისგან შემდგარმა ოცდაორკაციანმა ჯგუფმა გაიარა  ეკონომიკის, პოლიტიკის ანალიზისა და უსაფრთხოების კვლევების ერთწლიანი ინტენსიური პროგრამა.

კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადასცეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველში, ჯონ ტეფტმა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტმა, ალექსანდრე რონდელმა.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.