X

ლექციები და ტრენინგები

ცენტრალური ევრაზიის ლიდერობის აკადემიაში მონაწილეობა

2007 / 07 / 31

2007 წლის 17-19 ივლისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარმა თეა კენჭაძემ პროექტის 45 მონაწილესათან ერთად მონაწილეობა მიიღო ცენტრალური ევრაზიის ლიდერობის აკადემია 6-ში, რომელიც გაიმართა სტამბოლში, თურქეთი.

 ცენტრალური ევრაზიის ლიდერობის აკადემია მეექვსე წელია მუშაობს ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ლიდერობის უნარების გასაუმჯობესებლად, რათა ჩამოყალიბდეს იმ ლიდერთა ფართო საერთაშორისო ქსელი, რომლებიც მოქმედებენ მშვიდობის, კეთილდღეობისა და რეგიონული თანამშრომლობისთვის, იდეების გაცვლითა და კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემით.

ცენტრალური ევრაზიის ლიდერობის აკადემია 6-ს უმასპინძლა სტამბოლის ქოჩის უნივერსიტეტმა. პროგრამის კურიკულუმი აგებული იყო ეფექტური ლიდერობისათვის მნიშვნელოვანი კონკრეტული თემების, კონცეფციებისა და უნარებისადმი მიძღვნილი სასწავლო მოდულების გარშემო. ლექციები მოიცავდა ისეთ თემებს, როგორებიცაა „ლიდერობის კულტურული ასპექტები“ და „ლიდერობის დილემები“.

ცენტრალური ევრაზიის ლიდერობის აკადემია 6-ში მონაწილეობას იღებდნენ ავღანეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის წარმომადგენლები. ლექციებს კითხულობდნენ და ფასილიტატორობდნენ ევროპელი და ამერიკელი მოწვეული სპეციალისტები.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.