X

ლექციები და ტრენინგები

სასწავლო კურსი - „პროფესიული შესაძლებლობების დახვეწა გადაწყვეტილებების მიღებაში: გაკვეთილები აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის განვითარების გამოცდილებიდან“

2007 / 11 / 02

2007 წლის 2 ნოემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში ჩატარდა სასწავლო კურსის „პროფესიული შესაძლებლობების დახვეწა გადაწყვეტილებების მიღებაში:გაკვეთილები აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის განვითარების გამოცდილებიდან“ მეხუთე დასკვნითი სესია. პროგრამის მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი სასაკავას მშვიდობის ფონდთან თანამშრომლობით სასწავლო კურსს უძღვება 2003 წლიდან.

ცერემონიის დასრულების შემდეგ მონაწილეები, ალექსანდრე რონდელისა და იოსებ ჩახვაშვილის თანხლებით, გაემგზავრნენ გუდაურში ერთდღიან კონფერენციაზე: „კავკასია: ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის“. ღონისძიებას ესწრებოდნენ კურსის წინა წლების კურსდამთავრებულებიც.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.