X

ლექციები და ტრენინგები

საჯარო ლექცია თემაზე ”აშშ-ის სტრატეგია სამხრეთ კავკასიაში”

2010 / 05 / 21

2010 წლის 21 მაისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა უმასპინძლა საჯარო ლექციას თემაზე ”აშშ-ის სტრატეგია სამხრეთ კავკასიაში: მშვიდობის, თავისუფლებისა და განვითარების ძიება”. ლექცია წაიკითხა გლობალური უსაფრთხოების ანალიტიკური ინსტიტუტის გეოპოლიტიკის ცენტრის დირექტორმა არიელ კოენმა. მან ისაუბრა თუ რა სახის წინააღმდეგობები ელის ობამას ადმინისტრაციასა და ამერიკის საგარეო პოლიტიკას სამხრეთ კავკასიაში და განსაკუთრებით საქართველოში, რუსეთთან ურთიერთობის პოლიტიკის ”განახლების” თვალსაზრისით. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ვაშინგტონის სტრატეგიების გადახედვის და გაანალიზების როლი რეგიონულ და გლობალურ დონეზე, ბირთვული და გლობალური უსაფრთხოების ჩათვლით. დოქტორმა კოენმა აღნიშნა რა შესაძლო შედეგები შეიძლება მოყვეს ახალ გლობალური და რეგიონული ძალების გადაადგილებას. მან ხაზი გაუსვა ამერიკის სამხრეთ კავკასიაში ჩართულობის მნიშვნელობას.

 არიელ კოენი ამჟამად არის მემკვიდრეობის ფონდის რუსეთისა და ევრაზიის საქმეებისა და საერთაშორისო ენერგეტიკის უსაფრთხოების უფროსი მკვლევარი. ის თავის არგუმენტებს საკუთარ გამოცდილებაზე აფუძნებს, რომელიც წლების განმავლობაში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების შესწავლისას შეიძინა. დოქტორი კოენის კვლევის სფეროები ასევე მოიცავს აშშ-ის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, გლობალურ ომსა და ტერორიზმს და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტს.

მომხსენებლის ლექციამ დამსწრეთა შორის ფართო დისკუსია გამოიწვია. ლექციის ბოლოს გაიმართა კითხვა-პასუხის სესია. დამსწრეთა შორის იყვნენ დიპლომატები, აკადემიკოსები, ექსპერტები, სტუდენტები და სხვა. 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.