X

ლექციები და ტრენინგები

სამხედრო ოფიცრებისთვის განკუთვნილი სასწავლო კურსის დასრულების ცერემონია

2010 / 04 / 22

2010 წლის 22 აპრილს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში თავდაცვის სამინისტროს თანამშროლების ტრენინგ კურსის პირველი ნაკადის გამოსაშვები ცერემონია გაიმართა. თავდაცვის მინისტრმა კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები  საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტთან და ტრენინგ კურსის უფროს მრჩეველთან ერთად გადასცა.

სასწავლო კურსი საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდისა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი საგანმანათლებლო შეთანხმების შედეგად განხორციელდა. შეთანხმების თანახმად, რონდელის ფონდის პასუხისმგებლობა აიღო ჩაეტარებინა ორ თვიანი ტრენინგ კურსი სამხედრო ოფიცრების ორი ნაკადისთვის. სასწავლო სილაბუსი შედგებოდა შემდეგი საგნებისგან: საერთაშორისო ურთიერთობები, ნაციონალური და საერთაშორისო უსაფრთხოება, სამხედრო უსაფრთხოება, ენერგეტიკული უსაფრთხოება, თანამედროვე ეკონომიკა,  სამხედრო-საზოგადოებრივი ურთიერთობები, ევროპული ინტეგრაცია, ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება, პოლიტიკური რისკის ანალიზი და სტატეგია. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მეცნიერ-თანამშრომლები და სხვა მოწვეული ლექტორები ორი თვის განმავლობაში ატარებდნენ ყოველდღიურ ტრენინგებს პროგრამის ფარგლებში.

ფონდი ამჟამად ტრენინგ კურსის მეორე ნაკადის მისაღებად ემზადება.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.