X

ლექციები და ტრენინგები

საჯარო ლექცია - ”იაპონიის საგარეო პოლიტიკა მეოცე საკუნეში”

2010 / 04 / 23

2010 წლის 23 აპრილს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა უმასპინძლა საჯარო ლექციას თემაზე: იაპონიის საგარეო პოლიტიკა მეოცე საუკუნეში. ლექცია წაიკითხა იაპონიის ელჩმა საქართველოში, მასაიოში კამოჰარამ. ელჩმა ისაუბრა იაპონიის გეოპოლიტიკური მდებარიობის თავისებურებებზე, უნიკალურ ფეოდალურ სისტემაზე და მეცხრამეტე საუკუნის იზოლაციაზე, როგორც იაპონიის საგარეო პოლიტიკის მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორზე მისი განვითარების ადრეულ ეტაპზე.

მან განიხილა სად იკვეთება მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოებისა და აღმოსავლეთ აზიის ინტერესები და რა გავლენას ახდენს ეს უკანასკნელი იაპონიის მცდელობებზე შეუერთდეს საერთაშორისო საზოგადოებას და დაამყაროს მჭიდრო კავშირი ევროპასა და დასავლეთ სამყაროსთან. ლექცია შეეხო იაპონიის საგარეო პოლიტიკის ზოგად მიმოხილვას მეოცე საუკუნის უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენების ჭრილში.

ელჩმა ასევე განიხილა იაპონიის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზნები 21-ე საუკუნეში და აღნიშნა, რომ თანამშრომლობა არა-სამხედრო სექტორში არის იაპონიის მიმდინარე საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი. მან ხაზი გაუსვა იაპონიის  ჩართვას გაეროს სამშვიდობო მისიებში და მის მნიშვნელობას მსოფლიოში. ელჩმა აღნიშნა, რომ იაპონიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია  გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეფორმების განხორციელება. ლექციის ბოლოს მომხსენებელმა აუდიტორიის კითხვებს უპასუხა. დამსწრეთა შორის იყვნენ ანალიტიკოსები, ექსპერტები, დიპლომატები და სტუდენტები.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.