X

ლექციები და ტრენინგები

სასწავლო კურსი - „პროფესიული შესაძლებლობების დახვეწა გადაწყვეტილებების მიღებაში: გაკვეთილები აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის განვითარების გამოცდილებიდან“

2007 / 10 / 26

2007 წლის 22 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი სასაკავას მშვიდობის ფონდთან თანამშრომლობით უმასპინძლებს სასწლავლო კურსის „პროფესიული შესაძლებლობების დახვეწა გადაწყვეტილებების მიღებაში: გაკვეთილები „აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის განვითარების გამოცდილებიდან“ მეხუთე სესიას.

მონაწილეები შეირჩნენ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სამთავრობო, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორებიდან, ისევე როგორც აკადემიური სფეროსა და მედია სივრციდან. სასწავლო კურსი ითვალისწინებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების განვითარების სტრატეგიების გაცნობასა და მსჯელობას სამხრეთ კავკასიის განვითარების თავისებურებებზე. სასწავლო კურსს უძღვებიან სფეროს ცნობილი ექსპერტები საქართველოდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან და მალაიზიიდან.

 

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.