X

ლექციები და ტრენინგები

საჯარო ლექცია საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების მიმდინარე ურთიერთობებზე

2010 / 04 / 13

2010 წლის 13 აპრილს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა უმასპინძლა საჯარო ლექციას ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მიმდინარე ურთიერთკავშირზე. ლინკოლნ მიტჩელმა და ალექსანდერ გულიმ განიხილეს ა.შ.შ-ისა და საქართველოს ურთიერთობა და ხაზი გაუსვეს მის დემოკრატიულ კომპონენტებს. მათ ასევე აღნიშნეს, რომ მიუხედავად სტილის ცვლილებისა, ამერიკა აგრძელებს საქართველოსთვის დახმარების გაწევას. სტუმრებმა განიხილეს ამერიკელი ექსპერტებისა და მედია სივრცის შეხედულებები საქართველოს ომის შემდგომ მდგომარეობაზე და ყურადღება გაამახვილეს მომავალ ადგილობრივ არჩევნებზე, საქართველოს საერთაშორისო იმიჯსა და მის მომავალ პოლიტიკურ განვითარებაზე.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.