X

ლექციები და ტრენინგები

სასწავლო პროგრამა ”პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა” დახურვის საზეიმო ცერემონია

2010 / 10 / 26

2010 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს სატრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა სასწავლო პროგრამა  ”პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა”  დახურვის საზეიმო ცერემონია და კურსდამთავრებულთა დაჯილდოება. პროგრამა 2008 წლის სექტემბრიდან 2010 წლის ოქტომბრის ჩათვლით ხორციელდებოდა საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. სწავლების მიზანი იყო საქართველოში პოლიტიკური პარტიების მიერ საკუთარი ინტერესების ხელშეწყობის შესაძლებლობებისა და უნარების გაუმჯობესება და სამართლიანი არჩევნებისთვის საფუძვლის შექმნა.  

პროექტისადმი მიძღვნილ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური მისიების, საქართველოს პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა და წარმომადგენლებმა. ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბატონი მიხეილ მაჭავარიანი, ბრიტანეთის ელჩი, მისი აღმატებულება ჯუდით გოფი, “ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის” ლიდერი, ბატონი გიორგი თარგამაძე და “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი, ქალბატონი მანანა ნაჭყებია. 

.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.