X

ლექციები და ტრენინგები

საჯარო ლექცია ”მომავალი საარჩევნო ციკლის გავლენა თანამედროვე რუსულ პოლიტიკაზე”

2011 / 06 / 13

2011 წლის 13 ივნისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში პოლიტიკურ მეცნიერებათა და საერთაშორისო ურთიერთობათა პროფესორმა პიტერ რედეუეიმ (ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი) წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: ”მომავალი საარჩევნო ციკლის გავლენა თანამედროვე რუსულ პოლიტიკაზე”. პროფესორმა რედეუეიმ წარმოადგინა რუსულ პოლიტიკურ ელიტაში გავრცელებული ძირითადი მიმართულებების ანალიზი და საზოგადოებას რუსული პოლიტიკის სამომავლო განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის როლზე რუსეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში და დეტალურად აღწერა, როგორ ხედავს პუტინის პოლიტიკური კარიერის გაგრძელების შესაძლებლობებს.
ლექციის შემდეგ პროფესორმა რედეუეიმ უპასუხა დამსწრე საზოგადოების მიერ დასმულ შეკითხვებს.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.