X

ლექციები და ტრენინგები

უილიამსის და მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯების სტუდენტებისათვის

2012 / 01 / 06

2012 წლის 6 იანვარს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის წამყვანმა მკვლევარმა არჩილ გეგეშიძემ უილიამსის და მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯების სტუდენტებისათვის წაიკითხა ლექცია თემაზე: "თანამედროვე საქართველო და მისი უსაფრთხოების საკითხები". სტუდენტებმა, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან უილიამსის კოლეჯის პროფესორის _ დონ სეკლერის ხელმძღვანელობით, მოისმინეს მოხსენება თანამედროვე საქართველოს კულტურული და პოლიტიკური კლიმატისა და მისი როლის შესახებ მსოფლიოში. ლექციის შემდეგ  მსმენელებმა მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში, რომელიც მოიცავდა საქართველოს - კავკასიის რეგიონის მოწინავე მრავალფუნქციური ქვეყნის - ადგილსა და როლთან დაკავშირებულ საკითხებს.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.