X

ლექციები და ტრენინგები

ტრენინგი პროექტის მართვის სფეროში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის

2012 / 01 / 31

2011 წლის 28 და 31 იანვარს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის რეგიონულ ოფისში, ქ.ახალქალაქში (სამცხე-ჯავახეთი), პროექტის ეროვნული ინტეგრაცია და ტოლერანტობა საქართველოში  ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი პროექტის მართვის სფეროში. ტრენინგს უძღვებოდა ნინო კაკაურიძე - დანიის ლტოლვილთა საბჭოს კონსულტანტი ბიზნესპროცესებში. ტრენინგი პროექტის მენეჯმენტში არის პროექტის პირველი კომპონენტის ნაწილი, რაც მოიცავს უნარების განვითარებისკენ მიმართულ ღონისძიებებს.  ნ. კაკაურიძემ მსმენელებს გააცნო პროექტის სასიცოცხლო ციკლი, ისაუბრა, თუ როგორ უნდა შემუშავდეს პროექტის გეგმა, ხაზი გაუსვა პროექტის მენეჯერისა და პროექტის გუნდის მთავარ ფუნქციებს, მახასიათებლებსა და უნარებს. ტრენინგი საინტერესოდ წარიმართა, დამსწრე საზოგადოებამ აქტიური მონაწილეობა მიიღო სიმულაციურ სავარჯიშოებსა და დისკუსიაში. 

პროექტი ეროვნული ინტეგრაცია და ტოლერანტობა საქართველოში, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ტრენინგი, მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეებს შორის ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას, ასევე - დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებზე დაყრდნობით ეროვნული ინტეგრაციის ხელშეწყობას. 

პროექტი შედგება სამი კომპონენტისაგან და ხორციელდება საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ახალქალაქის ოფისში. ტრენინგი ადვოკატირებასა და ლობირებაში არის პროექტის პირველი კომპონენტის ნაწილი, რაც მოიცავს უნარების განვითარებისკენ მიმართულ ღონისძიებებს.        

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.