X

ლექციები და ტრენინგები

სასწავლო პროგრამის ,,საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწა“ დასრულების ცერემონია

2012 / 04 / 26

პროგრამა ”საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიულ შესაძლებლობაბის ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკებების ტექნიკაში” 
2011-2012 წლის კურსის დახურვისა და ახალი ნაკადის მიღების ცერემონია 

2012 წლის 26 აპრილს, 18:30-ზე, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა პროგრამის ”საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკებებს წარმართვის ტექნიკაში”  2011-2012 წლის კურსის დახურვისა და ახალი ნაკადის მიღების ცერემონია.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ალექსანდრე რონდელი (GFSIS),  დავით ჯალაღანია (საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე), ალფ ელიასონი (შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი). მომხსენებლებმა მიულოცეს დამსწრე საზოგადოებას კურსის დახურვა და ასევე მონაწილეთა ახალი, მეოთხე ნაკადის მიღება. ცერემონიას დაესწრნენ პროგრამის მონაწილენი, საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პრესის წარმომადგენლები. ცერემონია დასრულდა ოფიციალური წვეულებით.

პროგრამას 2009 წლიდან ახორციელებს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS) შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში  GFSIS-ს პარტნიორობას უწევენ შვედეთის საჯარო ადმინისტრაციის ინსტიტუტი (SIPU International)  და ესტონეთის დიპლომატიის სკოლა (ESD).

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.