X

ლექციები და ტრენინგები

დევიდ სმიტის საჯარო ლექცია

2013 / 07 / 18

2013 წლის 18 ივლისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში საქართველოს უსაფრთხოებისა და ანალიზის ცენტრის დირექტორმა  დევიდ სმიტმა ჩაატარა საჯარო ლექცია სახელწოდებით: "აზერბაიჯანი და საქართველო: აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის სტრატეგიული მნიშვნელობა”.  დევიდ სმიტმა გამოხატა საკუთარი მოსაზრება თანამედროვე ენერგეტიკული პოლიტიკის საკითხებზე და ისაუბრა რეგიონის სტრატეგიულ გეოგრაფიულ მნიშვნელობაზე.  გამომსვლელმა განსაკუთრებული ყურადღება   ენერგეტიკული პროექტების მნიშვნელობას და აღმოსავლეთ-დასავლეთ და ჩრდილოეთ-დასავლეთ დერეფნის განვითარებას დაუთმო. დევიდ სმიტმა ასევე ისაუბრა რეგიონის სამომავლო განვითარების შესაძლებლობაზე. დისკუსიაში აქტიური მონაწილეობა მიიიღო საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ბ-ნ ნოდარ ხარშილაძემ. ლექციის შემდეგ გაიმართა საინტერესო მსჯელობა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ექსპერტები და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის კურსდამთავრებულები და სტუდენტები.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.